სტუდენტური კონფერენცია
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით,
2016 წლის 25 მაისიდან 9 ივნისამდე თსუ ახორციელებს პროექტს:
„ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს.
ტარდება სტუდენტური კონფერენცია
- ეროვნული უმცირესობები საქართველოს კულტურასა და ისტორიაში“
კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორი:
თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენცია ჩატარდება 2016 წლის 3 ივნისს, თსუ-ს VIII კორპუსში
(ი. ჭავჭავაძის გამზ. 13)
გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები
2016 წლის 20 მაისამდე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.
განაცხადის ფორმა:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
სასწავლო სტატუსი;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, აკადემიური სტატუსი.
თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს.
მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2016 წლის 24 მაისს.
კონფერენციის პროგრამას მიიღებთ რეგისტრაციისას, რომელსაც გაივლით პროექტის გახსნის საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე – 2016 წლის 25 მაისს, 18:00 საათზე,
თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში.
შენიშვნა: კონფერენციის პროგრამას დოკუმენტის ძალა ექნება მხოლოდ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატთან ერთად, რომელიც მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციის დასრულებისთანავე.
საკონტაქტო პირი: ეკატერინე კვირკველია
ტელ: +995 598 60 46 67